ძრავის მუშაობასა და გარბენის მანძილის დიდწილად სწორად შერჩეული საწვავი განაპირობებს. ავტომწარმოებლები კონკრეტულ ავტომობილზე თავად აწესებენ საწვავის შესაბამის ნორმას. ამ ბლოგში ვისაუბრებთ საწვავის ოქტანობაზე და ავტომობილისთვის საწვავის სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე.
რა არის ოქტანობა?
ოქტანი საწვავში დეტონაციის მიმართ მდგრადობას განსაზღვრავს. როგორც წესი, საწყისი ნედლეული ერთია, შემდგომში კონკრეტული დანამატების ხარჯზე მიიღება კონკრეტული ოქტანობის საწვავი. მაგალითად, 95 ოქტანობის მქონე საწვავი პრემიუმია 92 - რეგულარი.
რა არის დეტონაცია?
დეტონაცია არის ძრავის მუშა პროცესში წვის კამერაში მიმდინარე არათანაბარი წვა. სწორად შერჩეული ბენზინის შემთხვევაში, ჰაერის და საწვავის ნაზავი აალებისას წარმოქმნის ერთიან, დიდ ტალღას, მაგრამ არასწორად შერჩეული საწვავის შემთხვევაში, ეს ერთიანი ტალღა აღარ წარმოიქმნება. ამის ნაცვლად, იქმნება რამდენიმე პატარა კერა და ის ადგილი, სადაც ეს კერა ყველაზე ხშირად ხვდება, ზიანდება და, უარეს შემთხვევაში, იხვრიტება.
რა მოხდება, თუ რეკომენდებულზე უფრო დაბალი ოქტანობის მქონე საწვავს გამოვიყენებთ?
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თუ თქვენს მანქანას სჭირდება პრემიუმ, ანუ მაღალი ოქტანობის მქონე საწვავი, არ არის რეკომენდებული რეგულარის, ანუ დაბალი ოქტანობის მქონე საწვავის გამოყენება. უკეთ რომ გავიგოთ, რა მოხდება, თუ რეკომენდებულზე უფრო დაბალი ოქტანობის მქონე საწვავს გამოვიყენებთ, საჭიროა ავხსნათ, როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავა. ძრავს აქვს 4 ტაქტი:
- შეფრქვევის ტაქტი
- კომპრესიის ტაქტი
- აფეთქების ტაქტი
- დაცლის ტაქტი
შეფრქვევის ტაქტში სარქველიდან ისხმება ჰაერისა და საწვავის ნაზავი და ივსება ცილინდრი. კომპრესიის ტაქტში ეს საწვავი სრულად იწნეხება, რის შემდეგადაც ფეთქდება აალების სანთელი. შემდეგ დგუში უბრუნდება საწყის პოზიციას, რა დროსაც გამომავალი სარქველიდან გამონაბოლქვის სისტემაში გამოდის ჰაერი.
მეორე, კომპრესიულ ტაქტზე, ძალიან მნიშვნელოვანია აალების წერტილი. Რაც უფრო დაბალია ოქტანობა მით უფრო მეტია თვითაფეთქების კოეფიციენტი. ანუ რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე საწვავის გამოყენებისას ხდება არათანაბარი დეტონაცია და გრძელვადიან პერიოდში ზიანდება სარქველი.
როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საწვავი?
- შეამოწმეთ ძრავზე მითითებული ოქტანობა - ყველა ავტომობილს ძრავაზე მითითებული აქვს მისთვის რეკომენდებული საწვავის ოქტანური რიცხვი, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ავტომობილის ხანგრძლივი, გამართული მუშაობისათვის
- გაიარეთ test-drive - თუ თქვენი მანქანა რეგულარს იყენებს, შეგიძლიათ დატესტოთ, როგორ რეაგირებს პრემიუმ საწვავზე
- ყურადღება მიაქციეთ, როგორ იყენებთ თქვენს ავტომობილს - თუ მანქანით ხშირად გადაადგილდებით უსწორმასწორო რელიეფზე, შესაძლოა პრემიუმ საწვავი უფრო გამოგადგეთ, რადგან ის წვის მიმართ უფრო მდგრადია.