ავტომობილის გამართულად მუშაობა დიდწილად ხარისხიანი საწვავის დამსახურებაა, ამიტომ, ტოტალ 100-ში კარგად გვესმის ჩვენი მომხმარებლებისთვის უმაღლესი დონის საწვავის მიწოდების მნიშვნელობა.
ამ ბლოგში მოგიყვებით, ჩვენ მიერ მიღებულ იმ ზომებზე, რომლითაც საწვავის ხარისხს ვაკონტროლებთ და საიმედო პროდუქტის მიწოდებას უზრუნველვყოფთ.
- რეგულარული ტესტირება და მონიტორინგი: ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ და ვაკვირდებით პროდუქტებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს. ტოტალ 100 თანამშრომლობს საერთაშორისო ლაბორია „ინტერტეკთან“, რომელიც საწვავის დისტრიბუციის ყველა ეტაპზე - მიღების, შენახვისა და გაცემის დროს ატარებს ხარისხის მონიტორინგს, რაც მომხმარებლებამდე ხარისხიანი საწვავის მიწოდებას განაპირობებს.
- შენახვისა და დამუშავების პროტოკოლები: საწვავის სათანადო შენახვასა და დამუშავებას მისი ხარისხის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ტოტალl 100-ის თითოეულ ბენზინგასამართ სადგურზე ვიცავთ მკაცრ პროტოკოლებს, რითიც თავიდან ვიცილებთ დაბინძურებას და თქვენს მანქანას სუფთა და ეფექტური საწვავით ვამარაგებთ.
- საიმედო პარტნიორები: ჩვენ ევროპის წამყვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან ვთანამშრომლობთ, რაც მაღალი სტანდარტებით ლაბორატორიულად გადამოწმებული საწვავის გარანტიაა.
- მარეგულირებლებთან შესაბამისობა: ინდუსტრიის რეგულაციების დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ტოტალ 100-ში მკაცრად ვიცავთ მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ მითითებებს, ეს კი ჩვენ მიერ მოწოდებული საწვავის საიმედოობასა და უსაფრთხოობის წინაპირობაა.
Total 100-ში საწვავის ხარისხს მრავალი განსხვავებული გზით ვაკონტროლებთ და საიმედო, უმაღლესი ხარისხის საწვავის მოწოდებას უზრუნველვყოფთ. საერთაშორისო ლაბორატორიის მიერ მიწოდების ყველა ეტაპზე ტესტირებით, შენახვისა და დამუშავების პროტოკოლების დაცვით, სანდო მომწოდებლებთან თანამშრომლობითა და ინდუსტრიაში არსებული მკაცრი მარეგულირებელი წესების დაცვით, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი საწვავი თქვენი ძრავის შეუფერხებლად მუშაობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.