ტოტალ 100-ის მიზანი ხარისხიანი საწვავის ხელმისაწვდომობაა, შესაბამისად EURO 5 სტანდარტის საწვავს ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად გთავაზობთ
ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „ტოტალ 100“ საქართველოში 2023 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 40 მდე სადგურით ქვეყნის მასშტაბით.
ბრენდს წარმოადგენს ნავთობკომპანია „ჯისითი რითეილ“ი, რომლის ძირითადი საქმიანობაც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი , რეალიზაცია და პარტნიორი ქსელური სადგურების მომარაგებაა.
ქსელი თანამშრომლობს ევროპის წამყვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რაც უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს.
„ტოტალ 100“ ის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის მიზანი-ხარისხიანი საწვავის ხელმისაწვდომობაა. შესაბამისად EURO 5 სტანდარტის საწვავს ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად სთავაზობს.
ქსელისთვის ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის კომფორტი, სწორედ ამისათვის ბენზინგასამართი სადგურები აღჭურვილია მარკეტებითა და „დრაივებით“ , სადაც მომხმარებელს საწვავის შევსებისას შეუძლია მისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოს.
კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 200 მდე ადამიანი.ქსელი აქტიურად მუშაობს სადგურებისა და მარკეტების გაფართოებაზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია სადგურების რაოდენობის 100 მდე გაზრდა.
ჩვენი კომპანიის უპირატესობები
ავტომობილის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს ხარისხიანი საწვავი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რაც მაღალი სტანდარტებით ლაბორატორიულად გადამოწმებული საწვავის გარანტიაა
ხარისხიანი საწვავი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარისხიან საწვავს ხელმისაწვდომ ფასად
ყველაზე მოწესრიგებული მოგზაურებიც აღმოჩენილან გზაში, სასურველი ნივთების, საკვებისა თუ გამაგრილებელი სასმელის გარეშე. ავტოგასამართ სადგურებზე დაგხვდებათ მარკეტი და მოსასვენებელი სივრცე, სადაც შეძლებთ ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას
ბენზინგასამართი სადგურები სტრატეგიულად განლაგებულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, რათა შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი საწვავი ყველგან, სადაც დაგჭირდებათ
გაეცანით სიახლეებს
ძრავის მუშაობასა და გარბენის მანძილის დიდწილად სწორად შერჩეული საწვავი განაპირობებს
გთხოვთ, გაეცნოთ კომპანიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს
ადგილმდებარეობა: თბილისი, სხვადასხვა ლოკაცია სამუშაო გრაფიკი - 24 საათი 3 დღეში ერთხელ ანაზღაურება: ცვლაში 75 ლარი+ბონუსი (რეალიზაციის მიხედვით) დაზღვევა საჩუქრად / საპენსიოს სრულად ფარავს კომპანია. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის შეავსეთ ბმულიშესავსები ფორმა
ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის/ფეიქრების/შეშელიძის ქუჩა/აღმაშენებლის ხეივანი (თბილისი მოლთან) სამუშაო გრაფიკი - 24 საათი 3 დღეში ერთხელ ანაზღაურება: ცვლაში 120 ლარი დაზღვევა საჩუქრად / საპენსიოს სრულად ფარავს კომპანია . ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის შეავსეთ ბმულიშესავსები ფორმა
პოზიცია: ჩამსხმელი ოპერატორი სამუშაო გრაფიკი - 24 საათი 3 დღეში ერთხელ ანაზღაურება: ცვლაში 60 ლარი+ბონუსი (რეალიზაციის მიხედვით) ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მითითებული ბმული:შესავსები ფორმა
გაეცანით სხვადასხვა სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი კომპანიისგან
ჩვენი ბენზინგასამართი სადგურების ადგილ მდებარეობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა